logo_geo
eng_logo
„გირჩის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებიან
- +

11 იანვარი. 2017. 12:21


 



„გირჩის" ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ განუცხადა, ამჟამად სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რათა პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარონ. მისივე თქმით, პოლიციამ მას სასამართლოს განჩინება წარუდგინა, რომელიც პარტიის ოფისის ჩხრეკის ნებართვას იძლევა.


საქმე ახალი წლის ღამეს, „გირჩის" ოფისში მარიხუანას კულტივირებას ეხება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამჟამად კულტივირებული მარიხუანა მათ ოფისში ინახება.





 

right_banner
არქივი
right_banner