logo_geo
eng_logo
თბილისში პოლიციელი დაჭრეს - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
- +

12 იანვარი. 2017. 10:49



თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, პოლიციელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული.


დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.






 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner