logo_geo
eng_logo
ანზორ ჩუბინიძე: ეს იყო სუფთა პრევენციული ღონისძიება, ჩამოვსულიყავი და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შემექმნა
- +

16 თებერვალი. 2017. 22:09



„არავითარი გარანტია არ იყო, რომ პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა", - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, მამა გიორგი მამალაძის მომწამვლელი ნივთიერებით დაკავება, სახელმწიფო დაცვისთვის ერთგვარი სიგნალი იყო და მისი ბერლინში ჩასვლა სწორედ რისკების პრევენციის მიზნით მოხდა.


„თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც აპირებს, გერმანიაში გაემგზავროს, დაკავებულია არაკანონიერი, მომწამვლელი საშუალებით, ეს თავისთავად იყო სიგნალი და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ეს იყო სუფთა პრევენციული ღონისძიება, რომ ჩამოვსულიყავი და მაქსიმალურად უსაფრთხო, კომფორტული გარემო შემექმნა", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.


კითხვაზე, იყო თუ არა პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდა.


„ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეშვა თუნდაც მინიმალური შანსი რამის. არ მქონდა იმის გარანტია, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნებოდა", - განუცხადა ანზორ ჩუბინიძემ „რუსთავი 2"-ს.


 

right_banner
არქივი
right_banner