logo_geo
eng_logo
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:13



შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ო.წ. ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.


გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.)








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner