logo_geo
eng_logo
შსს: თბილისის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა
- +

14 ნოემბერი. 2017. 21:50



თბილისის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner