logo_geo
eng_logo
არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

12 იანვარი. 2018. 15:14

 


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ გ.ბ.-ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით  პატიმრობით შეუცვალა.


„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის ქ. N7-ში  მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს - მ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი  დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - დ.გ.-ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში.

 

სამართალდამცავებმა გ.ბ. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სსკ-ის  126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა).

 

სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner