logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
- +

12 იანვარი. 2018. 15:29


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977  წელს დაბადებული  ნ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით,  ხოლო 1990 წელს დაბადებული რ.გ., დანაშაულის დაფარვის  ბრალდებით  დააკავეს. ნ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვა კი ისჯება ჯარიმით ან  6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.


„2017 წლის 31 დეკემბერს პოლიციას 1989  წელს დაბადებული ი.კ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა შეატყობინა. დაკარგულ პირთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოში   შეიქმნა ძებნის საქმე და გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). პარალელურად, მიმდინარეობდა გაუჩინარებული პირის ინტენსიური ძებნის  ღონისძიებები.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -  ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.  ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში  გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს  შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  ნ.ტ. აბაშაში,  ხოლო რ.გ. ზუგდიდში  დააკავეს. ორივე ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი - ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

ამ დროისთვის, ი.კ.-ს ცხედრის ძებნის  ღონისძიებები გრძელდება.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის  დაფარვის  ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner