logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - 34 ლოკაციიდან
- +

15 მაისი. 2018. 16:51

 

 

„პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა - მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

 

„ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაატარა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში მაშინ, როცა დაკავებულთა უმრავლესობის დაკავება კლუბების გარეთ მოხდა. ამასთან დაკავშირებით კითხვა შეიძლება ლოგიკური და ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებები არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო: - ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეომასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან იქით მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა: - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

 

მისივე თქმით, კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და კლუბშია დაკავებული დაცვის უფროსი, რომელიც გასაღებაში ერთი-ერთი ბრალდებული პირია.

 

„კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - 34 ლოკაციიდან. ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება და თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია, ამას დამატებით გაცნობებთ“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×