logo_geo
eng_logo
ოზურგეთის ინციდენტზე ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- +

17 ივნისი. 2018. 12:51

 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთი ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა. სასამართლო პროცესს დაზარალებული არ ესწრებოდა.

 

თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.

 

წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner