logo_geo
eng_logo
სასამართლოში პაატა ბურჭულაძის დაკითხვა მიმდინარეობს
- +

12 ივლისი. 2018. 16:33

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქოს სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. ის გამოძიების შეკითხვებს ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდ „იავნანაში“ განუცხადეს, ბურჭულაძის დაბარება სასამართლოში მას შემდეგ მოხდა, რაც მან საქმის დახურვა საჯაროდ მოითხოვა.

 

ცნობისთვის, ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს უკვე მეორედ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე დაჰკითხავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner