logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- +

19 სექტემბერი. 2018. 12:44

 

 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.გ. და ძალადობაში  ბრალდებული ო.მ.  დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.ზესტაფონში ძარცვისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.გ-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს ი.კ.-ს საჯარო მგზავრობის საფასურის გარეშე, სკოლასთან მიყვანა სთხოვეს, რაზეც ტაქსის მძღოლი დათანხმდა. დანიშნულების ადგილზე მისულებმა ლ.გ-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს დამატებით სხვა ადგილას მიყვანა სთხოვეს, თუმცა ი.კ.-მ მათ უარი განუცხადა შემდგომი მომსახურების გაწევაზე. აღნიშნულზე განაწყენებულმა ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ლ.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გამვლელი მოქალაქეების ჩარევის შედეგად ლ.გ-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2017 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

 

ო.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ლ.გ.-ს  განაჩენთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ო.მ.-ს 160 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით  განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×