logo_geo
eng_logo
ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს
- +

21 სექტემბერი. 2018. 02:58

 

 

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

 

დაჭრილები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

 

დაჭრის ფაქტი პირველ არხს დაუდასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება (236-ე).

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×