logo_geo
eng_logo
გიორგი დგებუაძე : „სახელმწიფო ვართ ჩვენ“ - ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დავალება მიხეილ სააკაშვილისგან
- +

17 ოქტომბერი. 2018. 14:02

პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია. დღესვე უწყებამ 2007 წლის 4 თებერვლით დათარიღებული ჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც საუბარია მკვლელობის მომზადებაზე.

 

გიორგი დგებუაძე: დახმარება მჭირდება რა... (სახელი) შიგნიდან. გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე რა. ოღონდ კაროჩე შენ უნდა, შენ იცი რა და ჩაიკალი თავში ეგა, თორე დაკარგავ თავს ჩემთან ერთად რა კაროჩე რა. მეც დამაკარგვინებ თავს და შენც რა.

 

დაცვის თანამშრომელი: რას ლაპარაკობ.

 

გიორგი დგებუაძე: ამიტომ მაქ ჩათვალე, რომ ეგ სამსახური შენ გაქ დროებით რა ეხლა რა. ცოტა ხანში აღარ გექნება უკვე. სამსახურზე მე ვიზრუნებ შენზე, რო კაი ხელფასიანი სამსახური და ხოშიან ადგილზე იქნები ისეთზე, რო კაროჩე კმაყოფილი იქნები რა. პროსტო მთავარი ის არი, შენ რას შეძლებ რა, აი რას შეძლებ შიგნით, რა ინფორმაციის გამოტანას, ან რის გაკეთებას. პირველ რიგში მაინტერესებს პოვრები, მაგისი რა ვინ არიან პოვრები და დაცვის სისტემა მთლიანად. მერე შეგხვდები რა.

 

დაცვის თანამშრომელი: ოო, გიო რაღაცა, მეშინია.

 

გიორგი დგებუაძე: რისი გეშინია? კარგი რა ჩემი, ბიჭო მასე შეჩემა მე აქამდე უკვე ცხრაჯერ ის უნდა ვიყო ტო, რას ამბობ ტო, გადაირიე? ეე ძმაო აბა ცხოვრება თუ გინდა ეგრეა. ატვეჩაი ვარ, რომ შენ პრობლემა არ გექნება. ჩემთან რო პრობლემა არ გექნება ხო იცი არა? მე, მე არ ვიცი ჯერ ახლა.

 

დაცვის თანამშრომელი: არა, რას ლაპარაკობ.

 

გიორგი დგებუაძე: იცი შენ, ვიცი მე რა. გავიდა? ჩათვალე, რო ან შენგან გავიდა, ან ჩემგან, ორი ადამიანისგან. ეს ისეთი ამბავია, რო აქ, ხო გეუბნები, შენ რო იძახი, მეშინიაო, მე უფრო მეშინია რა, მარა ეხლა წარმოიდგინე, მე მაქ დავალებული რაღაც ღონისძიების ჩატარება რა. რომელიც მოდის, კაროჩე საიდანაც.

 

დაცვის თანამშრომელი: ბადრისთან დაკავშირებით?

 

გიორგი დგებუაძე: ხო, ბადრისთან დაკავშირებით რა. მაგრამ ჩასატარებელია, ეხლა ვინ იქნება იქ, პროსტა მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა რა, ჩათვალე, რო აი ამ სა., ეს საქმე მაინც გაკეთდება რა, ასე იქნება, თუ ისე იქნება, გაკეთდება. რა საქმეზეც არი საუბარი, ეხლა არ აქ მნიშვნელობა და შენ მონაწილეობით, ჩათვალე მომავალს იწყობ, მაგის პირობას, ას პროცენტიან გარანტიას გაძლევ ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაროჩე კაცი. თან შენგან არაფერი არ იქნება ბევრი საჭირო რა, ელემენტარული ინფორმაცია, რაც ხდება შიგნით რა, მეტი არაფერი.

 

გიორგი დგებუაძე: ეხლა თუ შენ ვთქვათ, სახლთან ახლოს ხარ, ხო? მე მაინტერესებს, აი მე რაც გითხარი, რა, კაროჩე, პოვრები მაგისი, განლაგება დაცვის, კამერები სათვალთვალო, სად აყენია, ყველაფერი კაროჩე და შესვლა როგორ შეიძლება შიგნით რა. აი ეს ყველაფერი რა, იმაში, ოქროყანაში, ოღონდ დეტალურად რა ეს ყველაფერი, აი შენ რო მოინდომო, შეხვიდე, როგორ შეხვალ შიგნით.

 

დაცვის თანამშრომელი: ვერ შეხვალ შიგნით.

 

გიორგი დგებუაძე: კაი რა.

 

დაცვის თანამშრომელი: არა, ნუ ეხლა დაგაფიქსირებს კამერა.

 

გიორგი დგებუაძე: ყველაფერი შეიძლება, გავაფუჭებ იმ კამერას.

 

დაცვის თანამშრომელი: რო გასკდეს საქმე, მერე?

 

გიორგი დგებუაძე: რა საქმე უნდა გასკდეს ბიჭო, (იცინის) სახელმწიფო ვართ ჩვენ, ჩვენა ვინ ვართ? შენ ახლა დაჩაგრული ხარ ტო, შენ პროსტა ისა გაქ, რო ბადრის დაცვაში, ვინ ჩემი ყ..ა ბადრი ბიჭო, მაგის დედას შევეცი მე ტო, სახელმწიფო ვინ არი? ჩვენ ვართ ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენ პროკურატურა.

 

დაცვის თანამშრომელი: გასაგებია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×