logo_geo
eng_logo
კუდ-ი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის რამდენიმე სცენარს განიხილავდა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 14:38

 

 

პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია.

 

საგამოძიებო უწყების მერ გავრცელებული მასალის მიხედვით 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს.

 

გიორგი დგებუაძე: ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაოთ რაღაცა კაროჩე, აი რას ვაკეთებთ.

 

რევაზ შიუკაშვილი: კი ბატონო.

 

ლევან ქარდავა: შენ მაგი ფულს არ გამოგართმევს ეგ როჟა? შანსია ხო?

 

გიორგი დგებუაძე: მაგას შეპირდიო დათამ მითხრა კაი თანამდებობაო რა და შევპირდი კაი თანამდებობა. თუ გააგდეს სამსახურიდან რა უთხარი , რო კაროჩე მინისტრი კაი თანამდებობას გიჩალიჩებს და ჩავაყენებთქო რა თუ საჭირო გახდება (ისმის სატელეფონო ზარის მელოდია) რასაც იჩალიჩებთქო, კაი თანამდებობაზე დაინიშნებითქო რა. ჩვენ პირველ რიგში გვინდა იმ ხალხის სია, ვინც არიან მანდ ბარმენები და მზარეულები. პირველ რიგში, აი ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და დასადგენი ყველა რა მერე. ამისთვის გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ ერთი თვე რა, რო ვიღაცა იქედან გადმოვიბიროთ. შვილი რო გაგვიხდეს მოსატაცებელი, კაროჩე უნდა მოვიტაცოთ და მაგის დედა (იგინება)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×