logo_geo
eng_logo
რა მეთოდებით გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის დავალებით კუდ-ი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას
- +

17 ოქტომბერი. 2018. 14:46

 

 

მთავარი პროკურატურა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩანაწერებს ავრცელებს. ჩანაწერები  კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხება.

 

ჩანაწერებიდან  ირკვევა, რომ  კუდ-ის მაღალჩინოსნები მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ.

 

გიორგი დგებუაძე: ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაოთ რაღაცა კაროჩე, აი რას ვაკეთებთ.

 

რევაზ შიუკაშვილი: კი ბატონო.

 

ლევან ქარდავა: შენ მაგი ფულს არ გამოგართმევს ეგ როჟა? შანსია ხო?

 

გიორგი დგებუაძე: მაგას შეპირდიო დათამ მითხრა კაი თანამდებობაო  რა და შევპირდი კაი თანამდებობა. თუ გააგდეს სამსახურიდან რა უთხარი, რო კაროჩე მინისტრი კაი თანამდებობას გიჩალიჩებს და ჩავაყენებთქო რა თუ საჭირო გახდება (ისმის სატელეფონო ზარის მელოდია) რასაც იჩალიჩებთქო, კაი თანამდებობაზე დაინიშნებითქო რა. ჩვენ  პირველ რიგში გვინდა იმ ხალხის სია, ვინც არიან მანდ ბარმენები და მზარეულები. პირველ რიგში, აი ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და დასადგენი ყველა რა მერე. ამისთვის გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ ერთი თვე რა, რო ვიღაცა იქედან გადმოვიბიროთ. შვილი რო გაგვიხდეს მოსატაცებელი, კაროჩე უნდა მოვიტაცოთ და მაგის დედა (იგინება)

 

ლევან ქარდავა: მაგის ტელეფონი რატო არ გაქვს ჩართული?

 

გიორგი დგებუაძე: ისე ეგეც რო ჩართო, კაი იქნება რა. ჩავრთოთ.

 

ლევან ქარდავა: ჩავრთოთ ხო იცი მაგათი ნომერი? 

 

რევაზ შიუკაშვილი: კი, მიწერია კაცო რა.

 

გიორგი დგებუაძე: გიორგი იცი, გარშემო რა, ვაბშე რა, ყველა ჩართე რა პატარკაციშვილთან ვინც რეკავს ყველა ჩართე რა.

 

გიორგი  მერებაშვილი: ...(გვარი) მიდი და ჩართე.

 

რევაზ შიუკაშვილი: ვაბშე ... (გვარი) არა?

 

ლევან ქარდავა: არა.

 

რევაზ შიუკაშვილი: აბა?

 

ლევან ქარდავა: ...(გვარი) კი არა, აი აქ  ვინც ვზივართ, ამის გარდა კაროჩე არავის არ იცის რა.

 

გიორგი  მერებაშვილი: მაშინ ცალკე იუზერი უნდა გვახსნათ რა.

 

გიორგი დგებუაძე: მიზანი არავინ არ იცის. რას ვაკეთებთ საბოლოოდ, მიზანი არავინ არ იცის რა. საბოლოოდ მიზანი არის მაგ კაცის ლიკვიდაცია. 

 

ლევან ქარდავა: მაგას ცალკე იუზერს გავაკეთებთ  და მოუსმენთ მარტო ჩვენ რა.

 

რევაზ შიუკაშვილი: კი ბატონო გავაკეთოთ.

 

ლევან ქარდავა: მეტი არავინ რა აბსოლუტურად.

 

ლევან ქარდავა: პირველ რიგში სია მჭირდება რა სახლში.

 

გიორგი დგებუაძე: ჰო, სია მზარეულების.

 

რევაზ შიუკაშვილი: კაი დაურეკავ,  ეხლავე დავურეკავ მე ამას და ვეტყვი, შევხვდეთ მეთქი  ეხლა რა.

 

გიორგი დგებუაძე: ესე იგი ეს არის აუცილებელი-თქო რა. ისეთი სია გვინდა,  რო იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, შეილება რა იყოს სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების წელი, მარა ადამიანის იდენტიფიკაცია რომ მოვახდინოთ რა. მერე...(გვარი) დავავლოთ კაროჩე ყველა ეს ხალხი, ესე  იგი ყველაფერი მოგვაწოდოს ინფორმაცია, რო დრო მოვიგოთ.

 

რევაზ შიუკაშვილი: ... (სახელი) როგორ ხარ? (ისმის ხმა ტელეფონიდან: „ნიჩივო , შენ როგორა ხარ?“) რა ქენი,  გამოკეთდი? ხო, არ გვინდა ეხლა, როდის გნახო მე შენ? არა, შევხვდეთ სადმე რა,  სადაც ვხვდებით ხოლმე. კი ბატონო , სადაც ვხვდებით იქ ოც წუთში შევხვდეთ. კაი.

 

გიორგი დგებუაძე: შენ კითხე,  ჩემგან  რაგინდა-თქო, რამე დახმარება ხომ არ გინდა-თქო?

 

რევაზ შიუკაშვილი: ბაზარი არ არი, ნუ თან ვკითხავ. ერთ ოც წუთში შევხვდეთო, პლეხანოვზე ვხვდები ხოლმე მაგას რა . არ მინდა მაინც ტელეფონში რა.

 

გიორგი დგებუაძე: ბიჭო ეხლა ჩვენ ვიფიქროთ რა,  აი ვთქვათ, გაზი შევუშვათ რა.

 

გიორგი  მერებაშვილი: გაზი? როგორი?

 

გიორგი დგებუაძე: მე ისიც ვერ მითხრა ეხლა დათამ რა სახის მოწამვლა იქნებაო.

 

ლევან ქარდავა: არა აქვსო, რაც გინდათ, მარა ჩვენ გვინდა . ეხლა იმან, დათას  დღეს რა უთხრათ  იცი ჩვენ?  კაროჩე დაგვაკავშიროს იმას, ვინც გვაძლევს ამ იმას რა და იმან უნდა.

 

გიორგი დგებუაძე: რა ვარიანტზე ვიმუშაოთ რა. 

 

ლევან ქარდავა: ხო, ჰო რა.

 

გიორგი დგებუაძე: კაროჩე, ხო შეილება, ვთქვათ საწოლში ოთახში ძილის დროს  შეაგდო რაღაცა რა და პროსტა?

 

ლევან ქარდავა: მაგას ვიძახი, სუნთქვით რო დაიღუპოს.

 

რევაზ შიუკაშვილი: არა, ოთახში იქ, როცა ოთახში იქნება და როცა ეძინება, იქ დაცვა იდგება.

 

ლევან ქარდავა: არ იყოს თუ გინდა, არ იყოს კაცო, დალაგების პონტში ააკარი რა.

 

რევაზ შიუკაშვილი: ხო, აი ეგ,  მოსულა, სანამ ეგ არ არის იქ.

 

გიორგი დგებუაძე: ისა, იმას აქ პროსტა, იცი რა, აი მაგალითად?

 

რევაზ შიუკაშვილი: ხო, ვიცი რა შეიძლება.

 

გიორგი დგებუაძე: და აი რუჩკაზე წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და ორ სამ დღეში იბრიდებოდა თუ გინდა ორ საათში.

 

რევაზ შიუკაშვილი: ნუ ვსიო, დედა ქონდა მოტყ...ლი.

 

გიორგი დგებუაძე: და აი რუჩკაზე წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და ორ სამ დღეში იბრიდებოდა თუ გინდა ორ საათში.

 

ლევან ქარდავა: აუ რა მაგარია ჩემი ბოზი  შვილი ვიყო.

 

გიორგი დგებუაძე: ამან გინდა თუ არა საჭმელი, საჭმელიო მარა.

 

რევაზ შიუკაშვილი:  რთულია მასე, ძალიან რთულია. უშუალოდ გადიხარ პოვარზე და მერე დედას უტყნავენ.

 

გიორგი დგებუაძე:  ეხლა უყურე რა ხდება, მე ეჭვი მეპარება, რო ისეთი მომწამვლელი გვქონდეს ჩვენ, აი რასაც ჩვენ.

 

ლევან ქარდავა: რო არ დარჩეს, ხო?

 

გიორგი დგებუაძე:  არა, რო არ დარჩეს კი არა,  აი ეგეთი რო ასანთი და რაღაც რა.

 

 ლევან ქარდავა: და იქნება, შანსი არაა.

 

რევაზ შიუკაშვილი:  ჩეჩნებს ჰქონდათ. აი სადმე ან ფეხსაცმელში რო ჩაუსხა რაღაც კოსტიუმში მიუსხა. ხო უწესრიგებს ვიღაცა?

 

გიორგი დგებუაძე:  ესე იგი შენ, შენ ჩამოყალიბდი რა, ჩვენ გვინდა ყველა დამლაგებელი, დამლაგებლებიც გვაწყობს საძინებლის და არა მართო საძინებლის, კაბინეტის.

 

კაბინეტის დამლაგებლები კაროჩე , საძინებლის დამლაგებლები, კუხნის დამლაგებლები.

 

რევაზ შიუკაშვილი: კაი გავალ, პლეხანოვზე უნდა გავიდე რა.

 

გიორგი დგებუაძე:  ხარაშო, კაი და მერე გიორგი შენც ეხლა დაალაგე რა აზრები. ძალიან გთხოვ.

 

გიორგი მერებაშვილი: რო წინასწარ დავგეგმოთ რა.

 

გიორგი დგებუაძე: რაც შეიძლება, ესე იგი მიზანი იცი, დიადი ნათელი და ვიაროთ მაგ იმით-თქო რა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×