logo_geo
eng_logo
ბრალის აღიარების და დამნაშავედ ცნობის შემდეგ მერაბ მორჩაძეს 2 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

9 ნოემბერი. 2018. 14:33

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სიხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა.

 

მერაბ მორჩაძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 

იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და 2 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა:

 

კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 372 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×