logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს კვლევის თანახმად დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია
- +

18 ნოემბერი. 2018. 10:37

 

„ევროპის საბჭომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც პროექტის  „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. კვლევა ევროსაბჭოს დაკვეთით კვლევითმა ორგანიზაცია CRRC-იმ 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ჩაატარა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს.კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი (62%) ნდობას პოლიციას უცხადებს. კვლევით ასევე დგინდება, რომ სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი (49%) სწორედ პოლიციას მიმართავდა.

 

ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს.

 

ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×