logo_geo
eng_logo
შსს-მ გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

18 ნოემბერი. 2018. 12:38

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი., გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი. თბილისში, 1958 წელს დაბადებულ ტ.ლ.-ს, მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების განმავლობაში ფულს სისტემატურად სძალავდა. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, დაახლოებით, 180 000 ლარია.

 

სამართალდამცველებმა ა.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც მან ტ.ლ.-ს მისივე კუთვნილი ლომბარდიდან თანხის გამოტანა აიძულა და ფული გამოსძალა. გამოკითხვისას ტ.ლ.-მ პოლიციას ასევე განუცხადა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ივნისში დააყაჩაღა.

 

გამოძიება გამოძალვის და ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×