logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „იბერიიდან“ გათავისუფლებული 18 თანამშრომლის სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა
- +

11 მარტი. 2019. 15:35

 

 

ტელეკომპანია „იბერიიდან“ გათავისუფლებული 18 თანამშრომლის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

 

როგორც იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა, ისინი ორთვიან კომპენსაციას ითხოვდნენ.

 

„18 თანამშრომლის დავა ტელეკომპანიასთან თანამშრომლების სასარგებლოდ გადაწყდა. ისინი ისეთი მუხლით იყვნენ გათავისუფლებულები, რომელიც ითვალისწინებდა ორთვიან კომპენსაციას. მოსამართლემ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ჩვენ სარჩელი გვაქვს კიდევ 11 თანამშრომლის გათავისუფლებაზე და ამ საქმეზეც დავიწყებთ დავას“,  - განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×