logo_geo
eng_logo
შსს-მ "თიბისი ბანკის" ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირებისას 3 პირი დააკავა
- +

12 მარტი. 2019. 02:44

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "თიბისი ბანკის" ცენტრალურ ოფისთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინიატროში განუცხადეს, ინცინდენტის დროს მოქალაქეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბანკის დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბი მოუვიდათ.

 

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ინცინდენტი ბანკს არ უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×