logo_geo
eng_logo
შსს-მ წალკაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

12 მარტი. 2019. 10:27

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ჩ., ქურდობის ბრალდებით, წალკაში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 მარტს წალკაში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც რესტორნის მეპატრონის კუთვნილი დიდი ოდენობით ფული გაიტაცა და მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ი.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

 

პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, მოპარული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×