logo_geo
eng_logo
ირაკლი ბაზერაშვილი: წვევამდელზე ძალადობის საქმეში 2 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება
- +

12 მარტი. 2019. 21:20

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, ირაკლი ბაზერაშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი განცადებით მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვის შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება.

 

„მიმდინარე წლის 9 მარტს, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით. ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება ქმედითი საგამოძიებო ღონისძიებები ხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ 181-ე და 386-ე მუხლებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება“, - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×