logo_geo
eng_logo
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

13 მარტი. 2019. 13:58

 

9 მარტს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საფრანგეთის მოქალაქეს დ.ბ.-ს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (74 აბი), ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა.

 

„საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის I ნაწილით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×