logo_geo
eng_logo
„ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე დაზიანებები აქვს“, რას ჰყვება გარდაცვლილის ბიძაშვილი
- +

15 მარტი. 2019. 00:00

 

„ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ნაბაკევის სამხედო ბაზაზე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე დაზიანებები აქვს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი კვარაცხელიას ბიძაშვილმა, ანა კვარაცხელიამ განუცხადა.

 

მისი თქმით ცხედარს თავის და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანება. ანა კვარაცხელია ამბობს, რომ ის ვერსიებზე ჯერ ვერ ისაუბრებს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

 

„შემიძლია გითხრათ, რომ თავისა და ზურგის არეში აქვს დაზიანებები. მე თვითონ ვნახე, როდესაც მიცვალებულს ჩავაცვით. დაველოდოთ ექსპერტის დასკვნას, გამოძიებას და ყველა ერთად გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში“, - ამბობს ანა კვარაცხელია.

 

გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, 13 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდა, ხოლო შემდეგ სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვერსიით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას 17 მარტს დაკრძალავენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×