logo_geo
eng_logo
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

15 მარტი. 2019. 17:08

 

 

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე შ.ჰ. დამნაშავედ ცნო. 

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ჰ.  2018 წლის 7 მაისს, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო-გამშვებ პუნქტ „კარწახის“ გავლით,  ავტომანქანა „მერსედეს-ბენცით“  შემოვიდა, რომლის სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში  ნარკოტიკული ნივთიერების „ბუპრენორფინის“ შემცველი 1400  აბი „სუბოქსინი" (საერთო წონით 11,1992 გრ) უკანონოდ შემოიტანა.

 

შ.ჰ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ  შ.ჰ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, რითაც ნარკოტიკული საშუალება  საქართველოში შემოიტანა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×