logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

18 მარტი. 2019. 17:41

 

6 მარტს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

 

„საფრანგეთის მოქალაქეს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (81 აბი), შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საფრანგეთის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×