logo_geo
eng_logo
ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია „სმაილი“ გაქურდეს
- +

23 მარტი. 2019. 13:23

 

 

თბილისში, ვარკეთილში მდებარე ტექნიკის მაღაზია „სმაილი“ გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ორი ჰოვერბორდი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×