logo_geo
eng_logo
შსს-მ მაღაზია „სმაილის“ ქურდობის ფაქტი გახსნა
- +

23 მარტი. 2019. 20:49

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული  ლ.ა. ქურდობაში ამხილეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მარტს, არასრულწლოვნებმა ვარკეთილში მაღაზია „სმაილი“ გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ს მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×