logo_geo
eng_logo
შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების პარკირებაზე ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება
- +

24 მარტი. 2019. 12:58

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება.

 

პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის 25 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

„პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების ცნობიერების გარდა, ჯარიმის ის სახეა, რაც მსგავს დარღვევაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არის გათვალისწინებული. კერძოდ, 10 ლარის ოდენობით. მართალია, აღნიშნული დარღვევა, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტი საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მაგრამ ფაქტები იმდენად ხშირია, რომ არსებული საკანონმდებლო ნორმები ეფექტურად ვერ ხორციელდება. სურათი კიდევ უფრო მძიმდება მეორეხარისხოვან ქუჩებზე და ავტოსადგომებზე. ამდენად, ერთნაირი მიდგომის გავრცელება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებასა და პარკირების წესების სხვა სახის დარღვევებზე არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც პირველი სახის დარღვევა რამდენჯერმე აღემატება მეორეს“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ცოტნე ზურაბიანი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×