logo_geo
eng_logo
შსს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება
- +

21 აპრილი. 2019. 12:20

 

„მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ახმეტის მუნიციპალიტეტში შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“, - აცხადებენ შსს-ში.

 

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ხმაური მოჰყვა. დაპირისპირება იყო პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. ისინი სოფელ ბირკიანში შეირკიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრების ვიზიტის დროს, მინისტრები ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება რის უფლებსაც არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×