logo_geo
eng_logo
2018 წელს დაზარალებულად ცნობილ 32 პირს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა
- +

15 მაისი. 2019. 14:29

 

„2018 წელს გამოვლინდა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 24 ფაქტი და დაზარალებულად ცნეს 32 პირი, რომელთაც, საქართველოს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ დაახლოებით 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშში.

 

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა. მათ შორის 6 მსჯავრდებული ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, 40 პირის მიმართ, რომელთაგანაც 12 პოლიტპატიმრის ატარებდა, 1 კი - პოლიტდევნილის სტატუსს, გამამართლებელი განაჩენი დადგა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×