logo_geo
eng_logo
ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია გამოიკითხა
- +

15 მაისი. 2019. 19:01

 

„რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაწყო. როგორც „რეპორტიორს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია.

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 14 მაისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე. ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც სავარაუდოდ ფიგურირებს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი  გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამასთან, ჩატარდება ყველა საჭირო  საგამოძიებო მოქმედება,  რათა  დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ  ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1641 მუხლით“, - განუცხადეს „რეპორტიორს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×