logo_geo
eng_logo
სოფელ ლეჩურის ხევში ხანდაზმული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
- +

18 მაისი. 2019. 23:28

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის ხევში 80 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა.

 

თვითმხილველები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა. გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

 

სოფელ ლეჩურში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გურჯაანის ფილიალში გადაასვენეს.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×