logo_geo
eng_logo
შს მინისტრის მოადგილე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა
- +

22 მაისი. 2019. 10:55

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა.

 

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდიანრე რეფორმები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს. რიჩარდ ტიბელსმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×