logo_geo
eng_logo
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 31 აგვისტოს შოტლანდიას დაუპირისპირდება
- +

30 აგვისტო. 2019. 23:56

 

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 31 აგვისტოს, თბილისში, „თიბისი რაგბის" სერიების მეორე მატჩში, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

 

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა სტადიონზე გულშემატკივრების მისვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

 

ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი ბოლომდე ივსება. მინდა, მოვუწოდო ქომაგებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მთელ მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში“, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner