logo_geo
eng_logo
თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი დუდუ დადიანის თასის მე-18 გათამაშების მფლობელია
- +

21 ოქტომბერი. 2019. 22:02

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდი დუდუ დადიანის თასის მე-18 გათამაშების მფლობელი გახდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 2019-2010 წლების სეზონის პირველ ტურნირზე ოთხივე შეხვედრა მოიგო და ტიტულს დაეუფლა. ფინალურ მატჩში „თსუ“-მა „ბათუმი“ 87:69 დაამარცხა.

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ტრაგიკულად დაღუპული დავით (დუდუ) დადიანის ხსოვნის ტურნირი 2002 წლიდან იმართება. ტურნირში წლეულს, სუპერლიგის 9 გუნდი მონაწილეობდა.  

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა. რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის გუნდს დუდუ დადიანის მემორიალზე გამარჯვება მიულოცა და მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი და სამედიცინო პერსონალი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. 

 

ღონისძიებას, რომელსაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზმა უმასპინძლა, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაესწრნენ. 

 

დღესვე, გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი. უახლოეს მომავალში მარკოიშვილს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭება. ამ ინიციატივით კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა, რაზეც უწყებისგან დადებითი პასუხი მიიღო.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner