logo_geo
eng_logo
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
- +

24 ნოემბერი. 2019. 14:26

 

ქართველმა ძიუდოისტმა, 24 წლის ბექა ღვინიაშვილმა იაპონიაში გამართულ ოსაკას გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

 

ბექა ღვინიაშვილი, რომელიც 2015 წლის შემდეგ ოსაკას ტურნირზე პირველი ოქროს მედლის მფლობელი ქართველი გახდა, ფინალურ შეხვედრაში ჯარჯი ზვიადაურის მიერ გაწვრთნილი უზბეკი დავლატ ბობონოვი დამატებით დროში დაამარცხა.

 

ფინალურ ორთაბრძოლამდე ბექა ღვინიაშვილმა ჩინელ ჰებილინგე ბუს, იაპონელ მაშუ ბეიკერს, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევსა და იაპონელ კენტა გაგასავას მოუგო.

 

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ოსაკას შეჯიბრს საწყის შეხვედრებში გამოეთიშნენ და მედლის გარეშე დარჩნენ.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner