logo_geo
eng_logo
ციგურაობის ისტორიში პირველი ოქროს მედალი საქართველოს და დროშების აღმართვის ამაღელვებელი სანახაობა
- +

8 დეკემბერი. 2019. 20:55

 



იტალიაში, ფიგურული ციგურაობის ქართული წყვილის ტრიუმფალურ ასპარეზობას სრიალის საერთაშორისო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.

 

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ გრან პრიზე იუნიორთა შორის ყინულზე ცეკვაში პირველობა არავის დაუთმეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

 

შეჯირში, მსოფლიოს 6 საუკეთესო დუეტი მონაწილეობდა. ქართულ წყვილი ფავორიტთა შორის ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, მარიამმა და გიორგიმ, როგორც – მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში პირველი შედეგი დააფიქსირეს და საბოლოოდ, მე-2 ადგილზე გასულ ამერიკელებს 01.6 ქულით აჯობეს.

 

მარია კაზაკოვამა და გიორგი რევიამ ისტორიაში შეაბიჯეს, რადგანაც მათ მიერ გრან პრიზე მოპოვებული ოქროს მედალი საქართველოსთვის ისტორიაში პირველი იყო. აზაკოვამა და რევიამ შთამბეჭდავი პროგრამა წარმოადგინეს, რომელიც ურთულესი ელემენტებით იყო გაჯერებული. შედეგად, მათ თავისუფალ პროგრამაში 106.14 ქულა მიიღეს, ჯამში კი, 174.90 ქულა მოაგროვეს და პირველი ადგილი ერგოთ”, - ვკითხულობთ ISU-ზე.

 

როგორც თავად გიორგი რევია ამბობს, წარმოდგენაც კი უჭირს, რომ გაიმარჯვეს.

 

ვიცოდით, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა. ბევრი ვიმუშავეთ იმაზეც, რომ აქაური ატმოსფეროსი არ შეგვიშნებოდა. ხალხი დარბაზში მათ შორის ჩვენს სანახავად იყო მოსული და გვინდოდა, ყველაფერი გვეჩვენებინა, რაც შეგვიძლია. ცხადია, ახლა, ემოციები გვავსებს და იმის წარმოდგენაც გვიჭირს, რომ გავიმარჯვეთ“, - ამბობს სპორტსმენი.

 

შემდეგი ტურნირი, წყვილს ავსტრიის ქალაქ გრაცში ელის. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი   20-26 იანვარს ჩატარდება, სადაც ასპარეზობა უფროსებს შორის მოუწევთ.

იქ კიდევ უფრო რთული იქნება,  ვეცდებით, ახალი ელემენტები დავხვეწოთ და იქაც ღირსეულად გამოვიდეთ”, - აცხადებს გიორგი რევია.

თავისუფალი პროგრამით გამოსვლამდე ქართველმა წყვილმა, 6 დეკემბერს, მაღალი კონკურენციის პირობებში ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დაწესებული მკაცრი კრიტერიუმების დაცვით, უშეცდომოდ შეასრულეს ყველა სავალდებულო ტექნიკური ელემენტი და პროგრამის კომპონენტური ნაწილის შეფასებასთან ერთად ჯამური 68, 76 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ და თავისუფალი პროგრამის წინ დამსახურებულ 1 ადგილზე გავიდნენ.

 

7 დეკემბერს კი, კაზაკოვას და რევიას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გაიმარჯვა. მოციგურავეებმა მსაჯებისა და მაყურებლების წინაშე ტექნიკურად საკმაოდ რთული  პროგრამა წარაგინეს.

 

 https://www.facebook.com/daredjan.meparishvili/videos/2742284409151392/

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner