logo_geo
eng_logo
ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოს
- +

16 იანვარი. 2020. 23:49

 

შვეიცარიაში, ლოზანის ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში, ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა ოლიმპიადის მეორე მედლის - გუნდური ასპარეზობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

დღეს, ოლიმპიურ თამაშებზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა გუნდურ ასპარეზობაზე ფიგურულ ციგურაობაში. ინდივიდუალური გამოსვლების შემდეგ , კენჭისყრის საფუძველზე , დაკომლექტდა 8 გუნდი: Courage, Determination, Discovery, Focus, Future, Hope, Motivation, Vision.

 

გუნდების ფორმირება მოხდა შერეული პრინციპის დაცვით. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო ოთხივე კატეგორიიდან სხვადასხვა ქვეყნის ერთეულთა თანრიგის ორი მოციგურავითა და ორი წყვილით. თანაბარი შანსების შესანარჩუნებლად გუნდების ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ინდივიდუალურ გამოსვლებში მათი შედეგი. თანაბარი რეიტინგის 15 ქვეყნის 32 მოციგურავის მიერ გუნდურ ტურნირზე შესრულდა მხოლოდ თავისუფალი პროგრამები.

 

8 გუნდს შორის ექვსსაათიანი დაძაბული ასპარეზობა საქართველოსათვის ტრიუმფალური შედეგით დასრულდა.

 

გუნდი "ჩოურაგე" , რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი იაპონიიდან უტანა იოშიდა - შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი, გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

 

როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი  აცხადებს, 2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედალი ეს ის ისტორიული მონაპოვარია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს სასპორტო განვითარების ისტორიაში და სანიმუშო მაგალითად იქცევა იმისა, რომ მთავარია მიზნისაკენ სწრაფვა და საკუთარ თავში რწმენა, რომ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია...

 

მარიამ გიორგობიანი ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზიარებდა ფედერაციის მთავარ იდეას და მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პირებს, სამინისტროს წარმომადგენლებს, სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, ფიგურული ციგურაობის იმ ერთგულ გულშემატკივრებს , რომლებიც წლების მანძილზე მოთმინებით ელოდნენ ქართველი სპორტსმენების ყოველ წარმატებას და იმედიანად იდგნენ იქ, სადაც ჩვენი მოციგურავეების გამარჯვებები ელოდებოდათ.

 

 „ოქროსა ვერხლის მედლები - ეს ჩვენი ქართველი მოციგურავეების ბოლო 1 თვის მონაპოვარია და ეს ყველაფერი - ჩვენი საქართველოსათვის“, - აცხადებს გიორგობიანი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner