logo_geo
eng_logo
ბორჯღალოსნებმა სანაკრებო ბაზაზე ყოველკვირეული ვარჯიშები განაახლეს
- +

13 ივნისი. 2020. 18:08

 

 

COVID-19-ით გამოწვეული 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ყოველკვირეული ვარჯიშები განაახლეს.

 

ყოველი ვარჯიშის წინ, ნაკრების სამედიცინო შტაბი მოთამაშეებს უზომავს სიცხეს. მწვრთნელებმა სავარჯიშო ინვენტარი დარბაზიდან გარეთ გამოიტანეს და განალაგეს მინდორზე დისტანციის დაცვით განალაგეს.

 

მორაგბეები ჯგუფებად არიან დაყოფილი და მოედანზე ვარჯიშობენ აუცილებელი დისტანციის დაცვით.

 

ვარჯიშები არის უკონტაქტო.

 

დიდ ნაკრებთან ერთად რამდენიმე უმცროსი ბორჯღალოსანიც (U20 და U18) ვარჯიშობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner