logo_geo
eng_logo
18 ივნისი ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეა
- +

ავტორი მაია კახიძე

19 ივნისი. 2020. 01:37

 

 

 

18 ივნისი ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეა

 

ამ შეუდარებელ ფეხბურთელს, სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შევხვდი პირისპირ, დანარჩენს კი მაყურებლის, ჟურნალისტის და გულშემატკივრის ჭრილიდან ვუმზერდი. რა თქმა უნდა, გული ძალიან მეტკინა, როდესაც ასე მოულოდნელად გარდაიცვალა. ვიცნობ  მის შვილებს, ლევანს და ნიკას და სწორედ მათი მიწვევით სამ წელიწადზე მეტ ხანს ჟურნალ „ათიანში“, რომელსაც სწორედ დათო ყიფიანის პატივსაცემად დაარქვეს, მე, ერთადერთი გოგო ვმუშაობდი და ორ რუბრიკას ვუძღვებოდი.. დიდი არქივი დამიგროვდა, მოსაგონებელიც იმდენი მქონდა და რამდენიმე წლის წინ უთვალავი ღამისთევის შედეგად გამოვეცი 250 გვერდიანი წიგნი ქართულ ფეხბურთზე - „ფეხბურთზე მეტი“, სადაც დათო ყიფიანზეც ბევრი მოგონებაა და ფოტოებიც, რასაკვირველია.

(ზოგჯერ ვფიქრობ, ისე კარგად ვიცი ფეხბურთი, მინდორზე რომ შემიშვან, ვიმსაჯებ კიდეც- მეთქი..)

ამაყი ვარ, რომ ერთადერთმა ქალმა ეს შევძელი და გამოვეცი, მართლაც საინტერესო წიგნი ჩვენს „დინამოზე“ და გულშემატკივარზე.

 

დათო ყიფიანს იმ თავის „სოფელში“ თქვენთან ერთად ვულოცავ დაბადების დღეს. ის ნამდვილად ღირსია ამხელა სიყვარულის და ხსოვნის... ისე იცხოვრა, ტკივილიც დაგვიტოვდა და სიხარულიც. ეს დიდი ქართველობაა ნამდვილად. უდროოდ გაგვეცალა და გადავიდა ზეციურ საქართველოში, მაგრამ აქ, დედამიწაზე გვახსოვს, ყველაფერი კარგად გვახსოვს, იმიტომ, რომ დათო ყიფიანი ერთი იყო, თუ გნებავთ, ერთადერთი!

 

დიდი პატივისცემით - მაიკო კახიძე

 

 



 

 

right_banner
არქივი
right_banner