logo_geo
eng_logo
დე ბური შესაძლოა, არველაძემ ჩაანაცვლოს
- +

31 ოქტომბერი. 2016. 22:19



საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და "მაქაბის" მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე მსოფლიო გრანდის მთავარი მწვრთნელი ხდება.


იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო ფრანკ დე ბურს გაათავისუფლებს და მის მაგივრად პოსტზე შოთა არველაძე დაინიშნება.


გუშინ "ინტერმა" 1-0 წააგო "სამპდორიასთან" და 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-11 ადგილზე არის. ფეხბურთელების იმ კონტიგენტიდან გამომდინარე, რომელიც "ნერაძურის" ჰყავს, ესეთი რეზულტატი ნამდვილად არ შეესაბამება გულშემატკივრების მთავარ მოთხოვნას - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება წლების შემდეგ.


თავის მხრივ, არველაძე "მაქაბიში" მშვენივრად მუშაობს და დაიმსახურა გრანდების ყურადღებაც. ამავდროულად, ბოლო დროს "ინტერმა" აქცენტი ჰოლანდიიური ფეხბურთის მცოდნე თავკაცებზე გააკეთა და შოთა ამისთვის იდეალური ვარიანტია.


 

 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner