logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ამისულაშვილი „დინამოს“ დაემშვიდობა
- +

4 ნოემბერი. 2016. 16:48



ალექსანდრე ამისულაშვილი „დინამოს" დაემშვიდობა. ეროვნულ ჩემპიონატში ყოფილმა კაპიტანმა 120 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში.


დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზაზე, ამისულაშვილი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. თბილისის „დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ, მას მადლობა კლუბის სახელით გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამიერიდან, კაპიტნის სამკლაურს „დინამოს" გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი მოირგებს.



 

right_banner
არქივი
right_banner