logo_geo
eng_logo
მამუკა გორგოძე: მეტოქე დავჩაგრეთ და არ მესმის თამაში როგორ წავაგეთ
- +

12 ნოემბერი. 2016. 20:23

 

 

დღეს მეტოქე დავჩაგრეთ და არ მესმის თამაში როგორ წავაგეთ", - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ განაცხადა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია დღევანდელი თამაშის გაანალიზება. როგორც გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იაპონიის გუნდი საკმაოდ ძლიერია და ეს მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოჩნდა. მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



მინდა მივულოცო მოწინააღმდეგეს დღევანდელი გამარჯვება. იაპონია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ადრე ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავდათ. დღეს მეტოქე დავჩაგრეთ და არ მესმის თამაში როგორ წავაგეთ. ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი... მე ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით ბევრი ჯარიმა ავიღეთ. ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. ვეთამაშეთ იაპონიას, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ასე რომ, ნორმალური იყო ჯარიმათა ის რაოდენობა, რომელიც დღეს ავიღეთ", - განაცხადა გორგოძემ.



ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა.








 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner