logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ვაისი: ცუდად ვითამაშეთ, ვერ გავამართლეთ გულშემატკივრის იმედები...
- +

13 ნოემბერი. 2016. 01:00

 

 

სამწუხაროდ ვერ გავამართლეთ გულშემატკივრის იმედები,- ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მოლოდვასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.



როგორც ვაისმა აღნიშნა, ნაკრების ყველა ფეხბურთელმა მიცემული დავალების შესრულება ვერ მოახერხა.



მისივე თქმით, არ გაამართლა მეორე ტაიმში განხორციელებულმა შეცვლებმაც, ფეხბურთელებმა თამაში კონტროლი ვერ შეძლეს.



ქვილითაიას რომ შეესრულებინა დავალება, რაც ქონდა, ეს არ მოხდებოდა. თამაშის კონტროლი ვერ შევძელით. დაუშვილმა მიიღო ყვითელი ბარათი,  ოქრიაშვილმაც მიიღო გაფრთხილება. კანკავას მოედანზე შეყვანით ჩავთვალე, რომ საყრდენა ნახევარმცველზე გადამეტანა აქცენტი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას შეცვლებზე. ცუდად ვითამაშეთ, თავით ბურთი ვერ გამოგვქონდა. სამწუხაროდ, ვერ გავამართლეთ გულშემატკივრის იმედები. პირველ ტაიმშიც იყო შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, შეცვლებმაც არ გაამართლა. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, დღეს მოედანზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო",-აღნიშნა ვაისმა.



მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ფრედ, 1:1 ითამაშა.








 

right_banner
არქივი
right_banner