logo_geo
eng_logo
პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე არსენ კასაბიევს რუსი ძალოსნების დოპინგის გამო ბრინჯაოს მედალი გადაეცემა
- +

18 ნოემბერი. 2016. 14:02

 

 

საქართველოს სახელით 94 კილოგრამში მოასპარეზე არსენ კასაბიევს რუსი ძალოსნების დოპინგის გამო ბრინჯაოს მედალი გადაეცემა. რუს ძალოსნებს - ჰაჯიმურატ აკაევს (94) და დიმიტრი ლაპიკოვს (105), დოპინგის გამო პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები ჩამოართვეს.


კასაბიევი ჩინეთში მეოთხე ადგილზე გავიდა და 3 კილოგრამით ჩამორჩა აკაევს.


ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის განცხადებით, „კასაბიევისთვის ოლიმპიური მედლის გადაცემა დროის ამბავია და ამას წინ ვერაფერი დაუდგება".










 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner