logo_geo
eng_logo
ქართველი მორაგბეები სამოას ნაკრებს ანგარიშით 17:10 ამარცხებენ
- +

19 ნოემბერი. 2016. 16:22




ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ვაკის სტადიონზე ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს სამოას ნაკრებთან მართავს.


პირველი ტაიმი ანგარიშით 17:10 ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა.


შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და მის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი" წარმოადგენს.


აქამდე საქართველოსა და სამოას ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ბალანსი თანაბარია, თითო მოგება, წაგება და ფრე.


აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი ეძღვნება გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".


 

right_banner
არქივი
right_banner