logo_geo
eng_logo
ქართველმა მოკრივემ გიორგი ჭიღლაძემ გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა და ფინალში გავიდა
- +

26 ნოემბერი. 2016. 03:24



სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე გიორგი ჭიღლაძე მძიმე წონით კატეგორიაში ფინალში გადავიდა.


ჭიღლაძემ პირველ ტურში ფინელი ანტი ლემუსვირპი დაამარცხა, მერვედფინალში კი ჩეხ ტომაშ სალეკს სძლია.


მეოთხედფინალში ქართელმა მოკრივემ ყაზახი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.


ნახევარფინალში ჭიღლაძემ გერმანელ სპორტსმენს სძლია და ფინალში გავიდა.


 

right_banner
არქივი
right_banner