logo_geo
eng_logo
ახალგაზრდა ძალოსანმა შოთა მიშველაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
- +

5 დეკემბერი. 2016. 23:38



საქართველოს ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა. 23-წლამდელებში, 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავდა.


ოქროს მედალი აკვრაში აიღო შოთა მიშველიძემ, რომელმაც მეორე მისვლაზე 129 კილოგრამი დააფიქსირა. საბოლოოდ, მიშველიძე 269 (129+140) კილოგრამით ორჭიდში მესამეზე გადის. რამინ შამილიშვილმა აკვრაში მესამე ადგილი აიღო. ატაცში კი - მეხუთეა და ორჭიდში ეს მას ასევე 269 (124+145) კილოგრამს აძლევს. შამილიშვილი ორჭიდში მეორეზე გადის. ჩემპიონი რუმინელი იონუტ ილიე 284 (126+158) კილოგრამით გახდა.



 

right_banner
არქივი
right_banner