logo_geo
eng_logo
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
- +

8 დეკემბერი. 2016. 00:13


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბეგი დარჩია გადადგა.


მან უკვე დაწერა განცხადება, რაც ფედერაციამ დააკმაყოფილა, მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად კი მისივე შეგირდი, ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი დაინიშნა.


ლაშხი მოვალეობას პირველ იანვრამდე შეასრულებს, მერე კი ფედერაცია ჩვეულებრივ დანიშნავს მწვრთნელს. ოღონდ ეს უკვე ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა იქნება, რადგან 17 დეკემბერს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაა დანიშნული, სადაც პრეზიდენტის არჩევნებიც ჩატარდება.


ამ პოსტზე განაცხადების მიღება 9 დეკემბერს, 18 საათზე შეწყდება, ჯერჯერობით კი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საიტის ცნობით, სამმა კანდიდატმა შეიტანა განცხადება - მოქმედმა პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ, გეგა გეგეშიძემ და ვეტერანმა მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძემ.

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner